ჩვენს შესახებ

საქართველოს მწვანე ქსელი

 

საქართველოს მწვანე ქსელი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ექსპერტების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც მოწოდებულია დაიცვას გარემო, ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას და გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში.


ქსელის მიზნები:

  1. გარემოსდაცვითი და მასთან დაკავშირებული სოციალური პრობლემების გამოვლენა და აქტუალიზაცია
  2. გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება და ლობირება 
  3. გარემოს ხარისხის გაუარესებისა და დეგრადაციის პრევენეციის გზების ძიება და მათი დანერგვის ხელშეწყობა
  4. ბუნებრივი გარემოს და მოსახლეობისთვის ზიანის მომტანი საქმიანობების შეჩერება, შეცვლა, მავნე ზემოქმედების შემცირებისათვის გზების შეთავაზება და ადვოკატირება
  5. საზოგადოების ცნობიერების და მგრძნობელობის ამაღლება გარემოსდაცვითი საკითხებისადმი
  6. სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და ჩართულობის ხელშეწყობა
  7. ინფორმაციაზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებსა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა
  8. ქსელის შესაძლებლობების გაძლიერება


ზემოთ ჩამოთვლილ მიზნებს ქსელი აღწევს შემდეგი საშუალებებით:

• განათლება და ცნობიერების ამაღლება
• კვლევა და მონიტორინგი
• ადვოკატირება
• შესაძლებლობების გაძლიერება

 

 

 
   
     ინიცირებულია მწვანე
ალტერნატივას მიერ
        ვებ-გვერდი მომზადდა ევროკავშირისა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდის შინარასზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა და არ შეიძლება განხილულ იქნეს ევროკავშირის ან საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებათა ამსახველად.  

ვებ გვერდების დამზადება