4 ივლისი 2011

საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს საქართველოში
მის აღმატებულება ბატონ ერიკ ფურნიეს

თბილისი, 38008, საქართველო, გოგებაშვილის ქ. 15

1 ივლისი, 2011


თქვენო აღმატებულებავ,

თქვენ და ბატონმა ტიერ მარიანმა - საფრანგეთის ეკოლოგიის, მდგრადი განვითარების, ტრანსპორტისა და ბინათმოწყობის მინისტრის მოადგილემ ტრანსპორტის დარგში, 22 აპრილს მონაწილეობა მიიღეთ ფოთის აეროპორტში ფრანგული კომპანია „Thales"-ის მიერ დამონტაჟებული სამოქალაქო რადარის გახსნაში. ცერემონიაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ფოთში სამხრეთ კავკასიაში უდიდესი აეროპორტის მშენებლობის იდეა.

გვინდა გაგიზიაროთ შეშფოთება, რასაც ეს გეგმები გარემოსდაცვით პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში და ექსპერტებში იწვევს.

ტერიტორია, რომელზეც ფოთის აეროპორტის მშენებლობაა დაგეგმილი, საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი ტერიტორიების შესახებ რამსარის საერთაშორისო კონვენციით დაცული კოლხეთის ეროვნული პარკის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. ამ დაცულ ტერიტორიას გლობალური მნიშვნელობა გააჩნია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით. მასზე გადის აფრიკა-ევრაზიის გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი უმთავრესი სამიგრაციო გზა. აფრიკასა და ევრაზიას შორის მიგრირებადი ფრინველების დაახლოების 1/5 იყენებს ამ წყალჭარბ სავარგულებს.

აეროპორტის პროექტის მოპოვებას ჩვენ დღემდე ვერ ვახერხებთ. შესაბამისად, არ ვართ დარწმუნებულები, რომ პროექტის შედგენისას შესწავლილია ალტერნატივები გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შესამცირებლად და განსაზღვრულია გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები.

გარემოსდაცვითი პრობლემატიკის გარდა, ფოთის სამოქალაქო საზოგადოებაში, ხშირად ჩნდება კითხვა ამ პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესახებ. ფოთიდან 10 წუთის საფრენ რადიუსში უკვე არსებობს დაუტვირთავი აეროპორტები ან აეროპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა (ბათუმი, სენაკი, ქუთაისი).

გარდა ამისა, რთული წარმოსადგენია, როგორ მოხერხდება ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ფრინველებით ისეთ მდიდარ ტერიტორიაზე, როგორიც ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისთვისაა შერჩეული.

ვიმედოვნებთ, დაინტერესდებით ფოთში დიდი აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხით და საფრანგეთის მთავრობა მხარს არ დაუჭერს ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც დედამიწაზე შემორჩენილ ერთ-ერთ უძველეს რეფუგიუმს შეუქმნის საფრთხეს.

პატივისცემით,

ირაკლი აბსანძე
არგომედია, თავმჯდომარე
საქართველოს მწვანე ქსელის სახელით


H.E. Mr. Eric Fournier
The Ambassador Extraordinary and
Plenipotentiary of Republic of France

15, Gogebashvili Str., Tbilisi 38008, Georgia

1 July, 2011

Your Excellency,

You and Mr. Thierry Mariani, the Secretary of State for Transport at the Ministry of Ecology, Sustainable Development, Transport and Housing of France, participated in the ceremony of opening air traffic control system, installed in the Black Sea port town of Poti by the French company Thales Group. In his speech at the ceremony President Saakashvili reiterated the plans to construct an airport in Poti, which will be the biggest one in the South Caucasus.

We would like to share our concerns, which these plans trigger among the non-governmental organizations and experts working on environmental issues.

The territory, where the construction of the Poti airport is planned, is located in immediate vicinity of the Kolkheti National Park, which is protected by the Ramsar Convention on Wetlands of International Importance. This protected area has a global significance in terms of biodiversity conservation. One of the major migration routes for African-Eurasian migratory waterfowl passes through it. About 1/5 of African-Eurasian migratory waterfowl use these wetlands during seasonal migration.

We have failed to obtain the airport construction project documentation. Hence, we are not sure that while developing the project the alternatives for reduction of environmental impacts have been studied and mitigation and compensation measures have been defined.

Besides the environmental problems, the civil society of Poti often raises questions about the economic viability of this project, since in 10 minute flight from Poti there are already not fully loaded airports and related infrastructure (Batumi, Senaki, and Kutaisi).

Moreover, it can hardly be imagined, how it will be possible to ensure safety of flights on the territory rich in birds like that proposed for the construction of the Poti international airport.

We hope that you will show interest in this issue. We believe the French Government will not support the implementation of the project, which will pose a threat to one of the ancient refugiums preserved in the world.

Yours sincerely,


Irakli Absandze
Argomedia, Chairman
On behalf of Georgian Green Network

 

 

 

 
   
     ინიცირებულია მწვანე
ალტერნატივას მიერ
        ვებ-გვერდი მომზადდა ევროკავშირისა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდის შინარასზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა და არ შეიძლება განხილულ იქნეს ევროკავშირის ან საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებათა ამსახველად.  

ვებ გვერდების დამზადება